გინეკოლოგია — ესაა მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის
ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს მათ დარღვევებს.
ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო
ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა
პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
„კლინიკა ლარსის “ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გთავაზობთ
ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა ასაკში.
კლინიკაში ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა
და მაღალკვალიფიციური მკურნალობა.
ამბულატორიული გინეკოლოგია:
• გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია;
• მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
• პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა;
• თვითნებური აბორტების მკურნალობა;
• საშვილოსნოს მიომის კონსერვატიული მკურნალობა;
• ენდომეტრიოზის მკურნალობა;
• უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
• სარძევე ჯირკვალი – დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
• ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობა;
• სქესობრივად გადამდები ინფექციების (ტრიქომონოზის, ქლამიდიოზის და ა.შ.)
დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• შარდის სტრესული შეუკავებლობა ქალებში;
• ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების მკურნალობა;
• საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებები – დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან
ქირურგიული მკურნალობა;
• ვულვის არაანთებითი დაავადებები – დიაგნოსტიკა, ამბულატორიული მკურნალობა;